|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადვოკატები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

საქართველოს ადვოკატები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შიმშილობას იწყებენ. ადვოაკტების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პარლამეტის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცებამ გამოიწვია, რომლითაც ადვოკატებს უფლებები ეზღუდებათ.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 111-ე მუხლის მეორე ნაწილში  შესული ცვლილების მიხედვით, ადვოკატებს სასამართლოსათვის ჩხრეკისა და ამოღების შუამდგომლობით მიმართვის უფლება აღარ ექნებათ. ადვოკატებს საჯარო დაწესებულებებიდან არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლებათ.

აღნიშნულ ცვლილებებს აპროტესტებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ადვოკატები დღეს პარლამენტთან გაიფიცნენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მათ ბორკილები დაადო. ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებს წართმეული უფლებების  დაბრუნება მათთან მისული ადამიანების დასაცავად სჭირდება და თუ ეს უფლებები ადვოკატებს არ ექნებათ, ისინი მუშაობას ვერ შეძლებენ.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა