ქუცნაშვილი ადვოკატების პროტესტზე: "ჩვენ არ ვართ ჯიუტი უმრავლესობა, რაღაც არ გავასწოროთ"
ფრაქცია „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი გაფიცულ ადვოკატებს
მათი პრობლემებისა და მოთხოვნების საფუძვლიანად
გაცნობას ჰპირდება.
ქუცნაშვილის თქმით, ადვოკატები სამოქალაქო საზოგადოების ძალიან
მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან ისინი ყოველთვის მოქალაქეთა უფლებების დაცვის
სადარაჯოზე არიან.
„ბოლო შვიდი წელი მათთან
ერთად ვიყავი და ვაპირებ ძალიან საფუძვლიანად გავეცნო პრობლემებს. მათ აქვთ შენიშვენი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გაზიარებული იქნა
პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ არა ვართ ჯიუტი უმრავლესობა რაღაცა რომ გასასწორებელია,
ის არ გავასწოროთ,“ - ამბობს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატები
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსი შესულ იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად,
ადვოკატებს ჩხრეკის, ამოღებისა და საჯარო დაწესებულებიდან ინფრომაციის გამოთხოვის უფლება
არ ექნებათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე