საკრებულოს თავმჯდომარე: "მერის 17 000 ლარიან ხელფასზე კომენტარი არავის სთხოვოთ"
ქუთაისის ადგილორივი თვითმმართველობაში ქალაქის მომავალი მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ, ხელფასის სახით 17 000 ლარის მოთხვნას არ ადასტურებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, კოპალიანის ხელფასზე საუბარი საერთოდ არც ყოფილა. „კარგით რა, ხელფასზე საუბარი საიდან და როგორ იყო? ეს ის იმ პიროვნების და ჩემი შეურაცხყოფაცაა. ძალიან გთხოვთ, ამაზე კომენტარი არავის სთხოვოთ,“ – განაცხადა newpress.ge – სთან სატელეფონო საუბრისას თამაზ მარგევლაშვილმა. მისი თქმით, თანამდებობრივი სარგო პრეზიდენტის განკარგულებით განისაზღვრება.
„ადგილობრივ თვითმმართველობებში არავის არ აქვს უფლება საჯარო მოხელეეების ხელფასი მოამატოს ან შეამციროს თვითნებურად. ეს ხდება პრეზიდენტის განკარგულებით,“ – აღნიშნავს მარგევლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი იმ შესარჩევ მუდმივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობს, რომელმაც დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერობის 69 კანდიდატს შორის შეარჩია.
ავტორი: თეკლა მორგოშია