კულტურის სამსახურის უფროსის საქმეზე ბრალდებამ მოწმეები ვერ წარმოადგინა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის პროცესი გადაიდო.
საქალაქო სასამართლოში
დღეს ცამციშვილის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ცამციშვილის ადვოკატი ელისო დათუსანი ამბობს, ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავდა, რის გამოც პროცესი გადაიდო.
თემურ ცამციშვილს გამოძიება
თანხების გაფლანგვას ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების სანაცვლოდ მერიის ჩინოვნიკს 10 000-ლარიანი
გირაო შეუფარდა.
ცამციშვილის ადვოკატის
თქმით, ფაქტების ძიება გრძელდება და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის
17 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე