ქუთაისის მომავალი მერი: "რაც არის ხელფასი 2750 ლარი, ჩემთვის ეს მისაღებია"
ქუთაისის მომავალი მერი, დიმიტრი კოპალიანი
გამოგონილს და არასწორს უწოდებს ინფორმაციას მის მიერ 17 000 ლარიანი ხელფასის მოთხოვნის
თაობაზე.
ქუთაისის მომავალ მერს, დიმიტრი კოპალიანს
newpress.ge სოციალურ ქსელის facebook-ის საშუალებით დაუკავშირდა.
დიმიტრი კოპალიანი newpress.-ge-თან
საუბარში აცხადებს, რომ ის სულით და გულით ქუთაისელია, მისი სურვილია დაუბრუნდეს ქალაქს და კეთილი საქმით დაეხმაროს.
„ჩემთვის გასაოცარი არის ასეთი ინფორმაცია.
ადამიანს საზოგადოება არც კი იცნობს და მიმდინარეობს მისი ავტორიტეტის შეურაცხყოფა.
მე მინდა ერთი ვთქვა, მე ვარ ქუთაისელი
სულით და გულით, მინდა დავუბრუნდე ჩემს ქალაქს და წესიერი საქმით დავეხმარო. რაც არის
მერის ხელფასი – ეს არის 2750 ლარი და ჩემთვის ეს მისაღებია. დანარჩენი ინფორმაცია,
ეს არის მოგონილი და არასწორი,“ – აცხადებს დიმიტრი კოპალიანი newpress.ge-სთან საუბარში.
ქუთაისის მომავალი მერის მიერ ხელფასის
სახით 17 000 ლარის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია newpress.ge-მ რუბრიკა Chat
News-ში (წყაროზე დაყრდნობით) გაავრცელა.
დიმიტრი კოპალიანი, ასევე ჭორს უწოდებს
ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის ქუთაისის მერის
პოსტის დაკავებიდან ორ თვეში განათლების მინისტრად უნდა დაინიშნოს.
დიმიტრი კოპალიანმა უელსის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიჩიგანის ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა, ინფორმაციული სისტემების სპეციალობის განხრით. მან ამავე უნივერისიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი. სხვადასხვა დროს კოპალიანი მუშაობდა კომპანია QEK Global Solutions-შიპროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, Hamilton Group Services-ში წამყვანდეველოპერად და ა.შ.
დიმიტრი კოპალიანი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი და ამერიკელი მეუღლე.
დიმიტრი კოპალიანი მერად საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ 69 კანდიდატს შორის შეარჩია.
კომისიის მიერ შერჩეულ კადრს ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერის პოსტზე მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი (რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც არის) აცხადებს რომ მერის ხელფასზე საუბარი არ ყოფილა.
ავტორი: დეა მანაგაძე