|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავითაშვილი: "შრომის კოდექსი "ოცნების" დაპირებებს ეწინააღმდეგება

შრომის კოდექსის ახალ ვარიანტში არსებულ  სადაო მუხლებზე დეპუტატები ვერ თანხმდებიან. ამიტომ, პრობლემის მოგვარებას პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეეცდება.

სამუშაო ჯგუფში  ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად მთავრობის წევრები და სამინისტროების წარმომადგენლები შევლენ. აღნიშნულმა ჯგუფმა მუშაობა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.  

კოდექსის ირგვლივ უთანხმოებაა თავად უმრავლესობაშიც. კობა დავითაშვილი თვლის, რომ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიცის საარჩევნო დაპირებას ეწინააღმდეგება.

როგორც დავითაშვილი ამბობს,  48-საათიანი სამუშაო კვირა 8 საათაინი სამუშაო დღის ნაცვლად 9 საათნახევრიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, ბიზნესს, რომელიც ჯერ არ არის 4 წლის, დაქირავებულთან ერთდღიანი ან ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება შუძლია ყოველგვარი მოვალეობების გარეშე.

„ასევე, დაუყოვნებლივ ამოღებული უნდა იყოს სხვა ობიექტური პირობებით  სამსახურიდან გათავისუფლების მუხლი. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირება არ იყო დაქირავებულის უფლებების შეზღუდვა. ივანიშვილი თავის შუშის სასახლეში ეძახის ბიზნესმენებს და დამქირავებლის პრობლემებზე საუბრობენ, დაქირავებულთან შეხვედრა არავის ახსენდება,“ - ამბობს დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა შრომის კოდექსი ექვსი სადაო მუხლის გარეშე მიიღეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა