პარლამენტის შენობა ქუთაისში უნებართვოდ აიგო
აუდიტის სამსახურის
ანგარიშის მიხედვით, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობა ნებართვის გარეშე
აიგო.
როგორც აუდიტის ანგარიშშია
ნათქვამი, პარლამენტის შენობა გასაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობას წარმოადგენს.
მისი მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „ტექნიკური
და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს“.
ანგარიში მიხედვით,
პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების წყაროს
მთავრობის, პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი
თანხები, აღებული სესხები, ქონების გაყიდვით და იჯარიდან მიღებული სახსრები, ასევე,
„ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან“ მიღებული სესხი წარმოადგენს.
ქუთაისში, საქართველოს
პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს შპს“ მენო
ინტერნეიშენელი“ ახორციელებდა.
აუდიტის სამსახურის
ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის მშენებლობაზე შესრულებული სამუშოების ინსპექტირება
და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა.
თუმცა როგროც დასკვნაშია აღნიშნული, სამსახურის მიერ ინსპექტირება მხოლოდ ნაწილობრივ
განხორციელდა.
პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის თქმით,
პარლამენტის მშენებლობაზე ხარჯები არამიზნობრივად იყო დახარჯული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე