|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით საგანელიძე მთავრობის სახლის დემონტაჟს არ გამორიცხავს

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ  პარლმენტის შენობის გვერდზე, მთავრობის შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ შენობა არ რის მყარი. აღნიშნულის გამო კი გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებებლი ან შეიძლება საერთოდ დემონტაჟი მოხდეს.

რაც შეეხება პარლამენტის შენობას: „მასზე ჯერ-ჯერობით ვერ წერენ, რომ ეს არის მდგრადი შენობა, მაგრამ ვერც იმას წერენ, რომ შენობას საფრთხე ემუქრება და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. შემაშფოთებელია ის, რომ პარალმენტის შენობა აბსოლუტურად უნებართვოდ და პროექტის გარეშე აშენდა და პროექტი თანდათან მშენებლობის პროცესში კეთდებოდა,“ - ამბობს დავით საგანელიძე, რომელიც პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, დასკვნა სერიოზული დაფიქრების საგანია და პარლამენტი მასზე გადაწყვეტილებას მიიღებს.  

ქვეყანაში უნებართვოდ შენდება პარლამენტის შენობა, რომელზეც დაახლოებით 75 მილიონი დაიხარჯა. ეს თანხა ზოგი კრედიტის სახით არის აღებული, ზიგიერთი კი საერთოდ გაუგებარია საიდან შემოვიდა. რაც ყველაზე მთავარია ამ შენობაზე ნებართვები საერთოდ არ არის აღებული. როცა ასეთი რაიმე ხდებოდა ქვეყანაში პარალმენტის შენობაზე, უკვე გასაგებია რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი საერთოდ,“ - ამბობს დავით საგანელიძე.


 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა