"ნუ დადებ ფსონს შენს მომავალზე" -აქცია ქუთაისში
„ნუ დადებ ფსონს შენს მომავალზე,“
- ამ სახელწოდებით ქუთაისში, აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მისი
მიზანია ბავშვთა დაცვის დღეს არასრულწლოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენოს აზარტული თამაშების
მავნებლობა, ხოლო აზარტული თამაშბის დაწესებულებებს იმ კანონმდებლობის დაცვისაკენ
მოუწოდოს, რომლის თანახმად, 18 წლამდე მყოფ პირებს მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შესვლა
ეკრძალებათ.
„აზარტული თამაშებით თავის შექცევა კარგის არაფრის მომტანაია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული საკითხის კუთხით კანონის გამკაცრებაზე და უახლოეს მომავალში პარლამენტს რეკომენდაციებით მივმართავთ. არ არის კარგი როდესაც ყოველ ნაბიჯზე სკოლებთან, ბაღებთნ ახლოს არის ტოტალიზატორები,“ -ამბობს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" წევრი გვანცა თოთაძე.
აქციის ფარგლებში ქუთაისში, თეთრ ხიდთან
ჩატარდა პერფომანსი, რომლის საშუალებით ახალგაზრდებს ტოტალიზატორისათვის უარის თმისაკენ
კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე