|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ველოგარბენი ქუთაისიდან წყალტუბომდე და მოწოდება ჯანსაღი ცხოვრებისაკენ

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისაკენ მოუწოდეს ახალგაზრდებს ქუთასიის "ველო კლუბის" წევრებმა, რომლებმაც ქუთაისიდან წყალტუბომდე ველოგარბენი მოაწყვეს.

"ველო კლუბის" წევრების განცხადებით, აქცია  "ჯანსაღი ცხოვრების წესი, უარი ალკოჰოლისა და თამბაქოს პროპაგანდას ბავშვებში",  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. 

„დღევანდელი აქციით გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში და ახალგაზრდებს ამ წესით ცხოვრებისაკენ მოვუწოდოთ,“ - ამბობს "ველო კლუბის" წევრი ნიკუშა დეისაძე.

გარბენი, რომელშიც 30-მდე ველომრბოლელი მონაწილეობდა, აქციის მონაწილეებმა ქუთაისის ყინულის მოედნიდან დაიწყეს.

"ველო კლუბი" ქუთაისში დაახლოებით ერთ წელზე მეტია რაც არსებობს. ის პროფესიონალ და მოყვარულ ველომრბოლელებს აერთიანებს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა