|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აირზენას" პირველ რეისს ქუთაისში დეპუტატები ჩამოყვნენ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „აირზენამ“ დღეს პირველი რეისი შეასრულა.

„აირზენას“ პირველ რეისს  თბილისიდან უმრავლესობის  დეპუტატები და ჟურნალისტები ჩამოყვნენ.

დეპუტატების განცხადებით, ისინი ავიაკომპანიის მიერ აეროპორტში ფრენის დაწყებას მიესალმებიან,  რადგან როგორც ამბობენ, აღნიშნული რეისი თბილისიდან ქუთაისამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობას მოკლე დროში იძლევა.

ავიაკომპანია თბილისი–ქუთაისი–თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს. ფრენის ღირებულება 89 ლარი იქნება. ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თბილისიდან ქუთაისში რეგულარულად მგზავრობენ (დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ჟურნალისტები) ბილეთს განახევრებული ღირებულებით შეიძენენ.

 

ავტორი: ქრისტი ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა