|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" – აქცია ქუთაისში

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი 14 ივნისს, სისხილს დონორის მსოფლიო დღეს აცხადებენ აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე". 

სისხლის ჩაბარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 
გაღებული სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და ონკო–პაციენტებს მოხმარდებათ.
სისხლის ჩაბარება მოხდება 2013 წლის 14 ივნისს, 10 საათიდან–17 საათამდე (ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. #5)
თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
• თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
• თქვენი წონა 45 კგ-ზე მეტია;
• თქვენი ჰემოგლობინი არ არის დაბალი (ფასდება სისხლის საერთო ანალიზით);
• თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).

სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
• გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
• მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
• გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები, სისხლისმიერი ინფექციები;
• გაიკეთეთ ქირურგიული ოპერაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში;
• გაიკეთეთ ვაქცინაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში;
• ბოლო 6 თვის განმავლობაში იყავით ორსულად, ძუძუთი კვებავდით ბავშვს ან გაიკეთეთ აბორტი;
• უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
• რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
• იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;
• გქონდათ სქესობრივი კავშირი სხვადასხვა პარტნიორებთან ან მაღალი რისკის მქონე პირთან;
• აივ-ზე ტესტირებისას დადებითი შედეგი იქნა მიღებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა