|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერი შესაძლოა ოთხშაბათს დაამტკიცონ

ქუთაისის ახალ მერად დიმიტრი კოპალიანი ქალაქის საკრებულომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მერის დამტკიცების ზუსტი დრო უცნობია. მარგველაშვილის თქმით, მერის შესარჩევი კომისიის მიერ არჩეული ქალაქის ახალი მერის წარდგენა საკრებულოსთვის შესაძლოა, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს მოხდეს.

"შეიძლება ოთხშაბათს ან პარასკევს მოვიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ერთ–ერთი საკითხი იქნება ქალაქის ახალი მერის დამტკიცება. რიგგარეშე სხდომის მოწვევა და შესაბამისად, ახალი მერის დამტკიცების საკითხი, საორგანიზაციო საკითხებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, ვერ გეტყვით კონკრეტულ დღეს,"  – ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ამავდროულად საკონკურსო–საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
 
შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევმა საკონკურსო–სატესტაციო კომისიამ დიმიტრი კოპალინი, მერობის მსურველ 69 კანდიდატთა შორის აარჩია.

კომისიის გადაწყვეტილება დაწუნებულ კანდიდატებს საპრეტენზიო კომისიაში არ გაუსაჩივრებიათ.

ქუთაისის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ მერს ბესიკი ბრეგაძემ საკრებულომ მიმდინარე წლის აპრილს  უნდობლობა გამოუცხადა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა