|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანალიზაციის პრობლემისგან შეწუხებული ქუთაისელები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

ქუთაისში, ავტოქარხნის  მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლებმა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის თხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, დასახლებაში, სადაც დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს, ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს. აღნიშნულის გამო მოსახლეობა ანტისანიტარიას უჩივის და პრობლემის მოგვარებას საკუთარი სახსრებით ცდილობს.

ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანალიზაციის პრობლემის მოგვარება სამ მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ხოლო ქუთაისის  მერიის მიერ შემუშავებული პროექტი, რომელსაც დასახლებისათვის აღნიშნული  პრობლემა უნდა მოეგვარებინა, რეგიონული განვითარების სამინისტრომ არ დააფინანსა. მერიაში აცხადებენ, რომ უწყება დონორის მოძებნას შეეცდება.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა