რას უნდა ველოდოთ დღეს სალომე ქათამაძისგან?
წელს ცვლილებები შევიდა ნაციონალური ჰიტების შესრულებაში. ანუ კონკურსანტს შეუძლია სხვა მომღერლებთან ერთად შეასრულოს ეროვნული სიმღერა. წელს სალომე ქათამაძე ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროდიუსერის, რუსა მორჩილაძის მიერ დაწერილ სიმღერას დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად შეასრულებს. სიმღერაში ქალაქური მოტივებია და კინტაურის თემაცაა გამოყენებული.
საერთაშორისო ჰიტების პროგრამაში სალომემ BOYZ II MAN-ის სიმღერას შეასრულა, ხოლო საავტორო სიმღერის პროგრამაში რუსა მორჩილაძის სიმღერას შეასრულებს. ორივე სიმღერის გაორკესტრების (არანჟირება) ავტორები არიან ბორიკო შხიანსა და დათო ხუბუკელაშვილს.
აღსანიშვანია, ასევე წელს რომ ლეონიდ აგუტინის შემოქმედებითი საღამო გაიმართება იურმალაში. დუეტი "ჯორჯია" აგუტინის სიმღერას სწორედ ამ შემოქმედებით საღამოზე შეასრულებს.
მუსიკალური ფესტივალი "ახალი ტალღა" 28 ივლისს დასრულდება და მასში საქართველო 2008 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს.
ავტორი: ნიუპრესს.გე