ქუთაისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
ქუთაისში საქალაქო საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ.
გაფიცული მძღოლების განმარტებით, მერიიდან მათ ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმის გაზრდა მოსთხოვეს, რის გამოც იძულებულები გახდნენ გაფიცულიყვნენ.
"დილით მერიის სატრანსტორო სამსახურიდან იყვენენ მოსული და გვითხრეს, რომ მარშუტკები დაგვემატებინა და გეგმაც გაგვეზარდა. ამიტომაც გაიფინენ მძღოლები", - განმარტა ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფა "დისპეჩერმა" ავთანდილ დაშნიანმა.
თავად, ტრანსპორტის სამსახურში მათი მხრიდან გეგმის გაზრდის მოთხოვნას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ: "ჩვენ არაფერი არ მოგვითხოვია, არ ვიცი მძღოლები რატომ ავრცელებენ ასეთ ჭორებს. ქალაქის ხელმძღვანელობა მძღოლების გაფიცვის ინფორმაციას ფლობს. რა და როგორ იქნება ამას სწორედ ქალაქის პირველი პირები გადაწყვეტენ", - აცხადებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურში.
ქუთაისში სულ 8 საავტობუსო ხაზია.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა