ქუთაისში გაფიცულ მძღოლებს მერია სამდღიან ვადას აძლევს
ქუთაისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ კეპულაძის განცხადებით, გაფიცულ მძღოლებს შესაძლოა სანებართვიო პირობები ჩამოართვან.
კეპულაძის განმარტებით, საავტობუსო ხაზის მძღოლები დაუსაბუთებლად ითხოვენ 10 თეთრით მგზავრობის ღირებულების გაზრდას.
მისივე თქმით, თუ კი მძღოლები კიდევ სამი დღუს მანილზე გააგრძელებენ გაფიცვას, მათთვის სანებართოვ პირობების შეჩერებაზე დაიწყება მსჯელობა.
"მძღოლები შარზე არიან, რადგან ასე უცებ არ ხდება ტრანსპორტზე ფასის მომატება, ჩვენ უნდა გვქონდეს დასკვნა, თუ რის საფუძველზე ხდება ტარიფის გაზრდა. ეს დასკვნა კი მძღოლებს არ წარმოუდგენიათ," – ამბობს კეპულაძე.
შეგახსებენთ, რომ დღეს ქუთაისში #22 საქალაქო საატვობუსო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ, დანარჩენ საავტობუსო ხაზებზე (სულ 9 საავტობუსო ხაზი) დასაქმებულმა მძღოლებმა კი, როგორც კეპულაძე ამბობს მუშაობა სოლიდარობის ნიშნად შეწყვიტეს.
სატრანსპორტო სამსახურში ირწმუნებიან, რომ # 22 საავტობუსო ხაზზე დასაქმებულ მძღოლებს ავტობუსების ჩანაცვლება მიკროავტობუსებით შესთავაზეს. კეპულაძის განმარტებით, მძოლები აღნიშნულ წინადადებას არ თანხმდებიან.
"ისინი ტარიფის მომატების გარდა, ითხოვენ, მერიამ მათ საწვავიც მისცეს, რაც აფსურდია," – ამბობს კეპულაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა