საკრებულოს თავმჯდომარე - მერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ადასტურებენ.
მერიის პრესამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
\"ბატონი დიმიტრი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. ასევე, როგორც ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე ამბობს, აღნიშნულ თემაზე, კომენტარის განმეორებით გაკეთებას არ აპირებს,\" - ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის სპეცალისტი, თამუნა გვილავა.
ქუთაისის მერის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ, ინფორმაციას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილიც.
\"მერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესიგში არ დგას. ვინ თქვა და მოიგონა ეს სისულელე. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,\" - ამბობს მარგველაშვილი.
ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი, როგორც ირკვევა, არც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია გათვალისწინებული. სხდომაზე განსახილველად, დღის წესრიგში ოთხი საკითხია შეტანილი.
საკრებულოს სხდომა 31 ივლისსაა ჩანიშნული.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა