|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაგავი ინფექციურ სავადმყოფოსთან

ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოსთან რამდენიმე მეტრში, ფოთის ქუჩაზე მისასვლელი გზები და ბორდიულები კვლავ ნაგვითაა სავსე. აღნიშნული პრობლემით „ახალ გაზეთს“  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე კვირის წინ მომართა. 

„ხუთშაბათობით მოდიან, მაგრამ ძირითადად, ურნებიდან ცლიან ნაგავს, დანარჩენი ტერიტორია, ვეღარც ვიხსნებ, ბოლოს როდის დაასუფთავეს“ - აღნიშნა ფოთის ქუჩის  მცხოვრებმა ემზარ არსენიძემ.

აღნიშნული პრობლემის გაცნობის შემდეგ, ქუთაისის მერიის კეთილომოწყობის სამსახურის უფროსი, ქუჩის დასუფთავების საკითხის პირად კონტროლზე აყვანას დაგვპირდა. „კვირაში ერთხელ ვასუფთავებთ, მაგრამ, როგორც ირკვევა კვირაში ერთხელ დაგვა არ არის საკმარისი. ვიმსჯელებთ მაგ თემაზე და ვეცდებით დასუფთავების ინტესივობა გავზარდოთ. მივიღე აღნიშნული შენიშვნა და საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან,“ -  აცხადებდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

დაპირებიდან 2 კვირაში პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება. ქუთაისის მერიაში აცხადბენ, რომ ფოთის ქუჩა არც ცენტრალური და არც საქალაქო მნიშვნელობის ქუჩაა.  მისი დასუფთავება ეტაბობრივად ხდება. „ინფექციური სავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია 2-3 თვის წინ გავწმინდეთ. დავაყენეთ ამკრძალავი ნიშნები. ძირითადად ღამით ბინძურდება ტერიტორია. „ქუთსერვის“ არ ევალება ამ ტერიტორიის დასუფთავება. ეტაპობრივად, ერთჯერადად, ჩვენ ვასუფთავებთ ტერიტორიას,  მაგრამ მსგავსი ადგილები ქლაქში ბევრია, შესაბამისად,  დამატებითი ტექნიკისა და საწვავის საჭიროებაა. მოსახლეობას მოვუწიდებ, არ დააბინძურონ გარემო, ეს მათი პირადი პასუხიმგებლობაა, აუცილებალდ ავამოქმედებთ  ჯარიმებს,“ - განაცხადა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების  განყოფილების უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ.

2012 წლის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების ღონისძიებებზე 3 მილიონ 136 ათასი ლარია გამოყოფილი. გასულ წელს ტექნიკური ბაზის გაანახლება ქუთაისის მერიას 200 000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხაში 5 ერთეული 18-20 კუბიანი ნაგავშმჯერები მანქანისა და  3 ოპრატიული მანქანის შესყიდვა მოხდა. გარდა ამისა, მერიამ ნაგვის კონტეინერები და ურნები შეიძინა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ტექნიკას 5 ერთეული ახალი ნაგავშემკრები მანქანა დაემატა.

ავტორი: თეონა ხარაბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა