|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ პირდებოდა ქუთაისში მძღოლებს მგზავრობის ტარიფის მომატებას?

ქუთაისში საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები ამდრომდე გაფიცულები არიან. საავტობუსო ხაზი მფლობელის შპს \"სითი ლაინის\" ქუთაისის ორგანიზაციის დირექტორის ალეკო დვალიშვილის განმარტებით, ქუთაისის ყველა წინამორბედი მერი საარჩევნოდ მძღოლებს მგზავრობის ღირებულების გაზრას პირდებოდა. თუმცა, დვალიშვილისვე თქმით,  პირობა არც ერთ მერს არ შეუსრულებია.
"ქალაქის არც ერთი მერი არ დაინტერსებულა სატრანსპორტო პირობებით. სწორედ, ამის გამო მოვედით ამ მდგომარეობამდე", – აცხადებს ალეკო დვალიშვილი. მისივე განმარტებით, მერიამ მძღოლების მოთხოვნა მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით მომატებსათან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს ან ავტობუსები მიკროავტუბუსებით უნდა ჩაანაცლონ.
"თუკი მერია ვერ ახერხებს სატრანსპორტო, კერძოდ კი საავტობუსო ხაზის სისტემის გაკონტროლებას, მაშინ ავტობუსების ჩანაცვლება მიკროავტობუსებით უნდა მოხდეს. ამით კი, მძღოლების ხარჯი დღეში 70–80 ლარით შემცირდება", – განმარტავს დვალიშვილი.

როგორც დვალიშვილი ამბობს, გაფიცული მძღოლების საკითხზე ქალაქის პირველ პირს ის დღეს შეხვდება და სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული მძღოლებთან შეთანხმების მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საქალაქო  საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი საავტობუსო ხაზებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მოითხოვენ.
     

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა