გიორგი კანდელაკი ქუთაისის აეროპორზე – რაც ამჟამად ინერციით არსებობს, გეგმის მხოლოდ 10%–ია
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა ქუთაისის აეროპორტიდან იაფი ფრენების პროექტს ქილიკით უყურებს.
კანდელაკი ქუთაისის აეროპორტსა და იაფ ფრებენთან დაკავშირებით განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც ამჟამად (ისიც ინერციით) არსებობს, მათ შორის პოლონეთში იაფი ფრენები, არის იმ გეგმის მხოლოდ 10% რაც უნდა ამუშავებულიყო. როგორც ადრე ვთქვი, მთავარი ფსონი კეთდებოდა მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია რაინეარზე (www.ryanair.com). უკვე მაისიდან რაინეარს უნდა გაეხსნა ოთხი მიმართულება (სავარაუდოდ ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი), შემდეგ კიდევ ოთხი, შემდეგ კიდევ ოთხი და ა.შ.
ორ წელიწადში მხოლოდ ეს ავიაკომპანია (სხვები მათ შორის ვიზეარი ცალკე საუბრის თემაა) უნდა ასულიყო მიილონ მგზავრზე.
ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასი უნდა ყოფილიყო 50 ევრო. ეს ნიშნავდა არა მხოლოდ სრულიად სხვა - სპეციფიურად ევროპელი საშუალო კლასის ტურისტების - დღეისათვის არარსებული ნაკადის გაჩენას, ყველა გამომდინარე შედეგით მომსახურების სფეროსა და ტურისტულ ინდუსტრიაში, არამედ რეალობის ცვლილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.
უვიზო მიმოსვლას ადრე თუ გვიან მაინც მივიღებთ და დიდი თავის ტკივილის გარეშე ევროპაში მოხვედრის ხელმისაწვდომობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის ცხოვრებას ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით შეცვლიდა.
მე ვწუხვარ რომ დღევანდელი მთავრობა ამ პროექტს ქილიკით უყურებს და ვბრაზობ რომ რაინეარი, რომლის შემოსვლაც არაევროკავშირის ქვეყანაში Financial Times-ის პირველ გვერდზე მოხვედრის გარნტიაა, აღარავის გახსოვთ. ცნობისათვის, რაინეარი, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის შიგნით (და მაროკოში) დაფრინავს მგზავრთა რაოდენობით არის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია და მისი ბილეთის საშალო სტატისტიკური ფასი არის 32 ევრო," – წერს კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განცხადება გააკეთა. სააკაშვილის თქმით, ქუთაისის აეროპორტის აშენებისთვის გიორგი კანდელაკია დასაჭერი.
"მე მინდა, გითხრათ, რომ გიორგი კანდელაკი იყო მამა და ინიციატორი ქუთაისის აეროპორტის შექმნის და ქუთაისის აეროპორტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, როგორც არამიზნობრივ ხარჯზე. მინდა, ვთქვა, რომ თუ ვინმე უნდა დაიჭირონ, ეს არის გიორგი კანდელაკი. მე არაფერ შუაში ვარ. ქუთაისის აეროპორტი არის კანდელაკის გაკეთებული და ათასობით პოლონელი ტურისტი დადის კანდელაკის გაკეთებულ აეროპორტში. ამ პოლონელების ჩამოყვანისთვის და ამ ყველაფრის გაკეთებისთვის კანდელაკი არის დასაჭერი. დასაჭერი მე ჩემი საკმარისიც მეყოფა, რაზეც მედავებიან", - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა