შსს–მ ვანში გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანში, გუშინ მომხდარი კვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული სულიკო ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
\"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ ფრიდონ ვაშაყმაძეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სულიკო ლ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.\" – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).
ავტორი: ნიუპრესი