ქუთაისის მერიის ავტოპარკი კერძო მფლობელობაში გადადის?
ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკი შესაძლოა, კერძო პირების მფლობელობაში
გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს „ნაიცონალი“ დეპუტატები ავრცელებენ.
მათი განმარტებით, ზემოთ აღნიშნულის თქმის საფუძველს
საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აძლევთ, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის
მერიამ შპს „ქუთ სპეც ავტო“ დაფუძნდა. ორგანიზაციის 100%–იანი მესაკუთრე ქუთაისის მერიაა.
თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, შპს–ს დაფუძნების მიზანია, თვითმმართველობის
ბალანსზე არსებული სპეცტექნიკის მოვლა–პატრონობა, რომელიც მათივე თქმით ადგილობრივ
ბიუჯეტს დაზოგავას.
მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემრულებლის, ბესიკ ცქიფურიშვილის
განმარტებით, ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციაში კონკრეტულად
რა ტექნიკა შევა , რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი და ასევე, რამდენი ადამიანი იქნება
დასაქმებული.
„დღეს უბრალოდ, მოხდა შპს დაფუძნება, სხვა დანარჩენი
საკითხი შემდგომში განსახილველია’“ – ამბობს
ცქიფურიშვილი.
საკრებულოს „ნაციონლი“ დეპუატის, გია უკლებას განცხადებით,
არამიზნობრივია ორგანიზაციის დაფუძნება, რადგან გაურკვეველია, როგორც მისი წესდება
ასევე, სავარაუდო საბიუჯეტო დანაზოგები.
„ეს ალბათ კერძო მესაკუთრეების, კონკრეტული პირების
ბიზნესინტერესს ითვალისწინებს და გამორიცხული არ არის, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული
ავტოპარკი ამ ორგანიზაციაში გადავიდეს,“ – აცხადებს გია უკლება.
ავტორი: თეკლა მორგოშია