|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ყველა დევნილისთვის სავალდებულოა, რათა მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა.

დევნილთა რეგისტრაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ შენობებში გრაფიკის მიხედვით ჩატარდება.
დევნილი, ხელახალ რეგისტრაციას იმ მუნიციალიტეტში გაივლის, სადაც არის დარეგისტრირებული. რეგისტრაციაზე ჩაწერა შესაძლებელია წინასწარ სამინისტროს \"ცხელი ხაზის\" მეშვეობით - 243 11 00.
\"რეგისტრაციისთვის დევნილმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. დევნილის მოწმობა; 2. პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანმა). ექვს წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ წარმოადგენს საჭიროებას.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, იმ დევნილებისთვის, ვინც ვერ მოასწრო გრაფიკით მოცემულ ვადებში რეგისტრაციის გავლა, დამატებითი კომისია თბილისსა და ზუგდიდში წლის ბოლომდე იმუშავებს,\" – აცხადებენ დევნილთა სამინისტროში.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, დავით დარახველიძის განცხადებით, ხელახალი რეგისტრაციის პროცესი 27 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა