|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "ნაციონალებისგან" მიღებული საყვედურის გამო, დღეიდან ქალაქის დასუფთავებას იწყებს

ქუთაისის მერია, საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალებისგან\ გუშინ მიღებული საყვედურის გამო, დღეიდან ქალაქში გაზონებისა და სკვერების მოწესრიგებას იწყებს. 

ქალაქის მწვანე საფარის მოვლისა და დასუფთავების სამუშაოების დაწყებას, თავად ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანიც დაესწრება. 
შეგახსნებთ, რომ გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატებმა მერი, ქალაქის მწვანე საფარის მოუწესრიგებლობის გამო გააკრიტიკეს. "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ, დიმიტრი კოპალიანისაგან გაზონების მოუვლელობის გამო პასუხის გაცემა მოითხოვა.
"ის რაც ქუთაისში ხდება, საქართველოს არცერთ ქალაქში არ ხდება, ეს არის სირცხვილი და პასუხს ამაზე ქალაქის მერს ვთხოვთ",– განაცხადა უკლებამ საკრებულოს სხდომაზე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა