|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი – \"ნაციონალების\" გაფუჭებულ საქმეებს ვასწორებთ

ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, დღეს ქალაქში დაწყებულ დასუფთავებით სამუშაოებში \"ნაციონალების\" წვლილს ვერ ხედავენ. ვიცე–მერი, თენგიზ თოფურიძე აცხადებს, რომ სამუშაოები \"ნაციოლანი\" დეპუატების მხრიდან გუშინ მიღებული საყვედურების გამო არ დაუწყიათ.
\"ჩვენ ახლა მათ გაფუჭებულ საქმეებს ვასწორებთ, რომელიც არა მათი კრიტიკის გამო, არამედ, ერთი თვეა დავიწყეთ\", – განაცხადა ქუთაისის ვიცე–მერმა თენგიზ თოფურიძემ, რომელიც ქალაქის  ცენტრალური ბულვარში მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოების დასწყებას დაესწრო. 
თოფურიძის განმარტებით, მერიამ ქალაქში დასუთავების პრობლეის მოგვარება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტიდან დაწყო.
\"შპს \"ფაუნა 2007\"–მა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქში მწვანე საფარის მოწესრიგებაზე, ვალდებულებები არ შეასრულა, ამიტომ მათთან ხელშეკრულება გავწყვიტეთ\", – განმარტა თენგიზ თოფურიძემ.
ქუთაისის მერიამ შპს \"ფაუნა2007\"–თან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივლისში გაწყვიტა.
ამდროისთვის, ქალაქში მწვანე საფარის მოწესრიგებით სამუშაოებს შპს \"ქალაქსერვისი\" ასრულებს. აღნიშნული კომპანია მერიამ ერთპირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია, ერთი თვის ვადით.
\"ეს კომპანია დასუფთავებით სამუშაოებს ტენდერის გამოცხადებმადე შეასრულებს\", – განმარტავენ ქალაქის მერიაში.
შეგახსნებთ, რომ გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე \"ნაციონალმა\" დეპუტატებმა მერი, ქალაქის მწვანე საფარის მოუწესრიგებლობის გამო გააკრიტიკეს. \"ნაციონალმა\" დეპუტატმა გია უკლებამ, დიმიტრი კოპალიანისაგან გაზონების მოუვლელობის გამო პასუხის გაცემა მოითხოვა.
\"ის რაც ქუთაისში ხდება, საქართველოს არცერთ ქალაქში არ ხდება, ეს არის სირცხვილი და პასუხს ამაზე ქალაქის მერს ვთხოვთ\",– განაცხადა უკლებამ საკრებულოს სხდომაზე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა