მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
მდინარე რიონში საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც მდინარეში დაახლოებით საათნახევრის წინ შენიშნეს.
თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ ითხოვდა წყალში მყოფი პიროვნება შველას.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ჯერჯერობით, უცნობია ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში თეთრი ხიდიდან გადახტა, თუ გადავარდა.
ერთ–ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ მამაკაცი არც თეთრი ხიდიდან გადამხტარა და არც გადავარდნილა: "თეთრ ხიდთან ვიყავით, დავინახეთ, როგორ მოჰქონდა მდინარეს მამაკაცი, სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ და მათ ძებნა დაიწყეს," – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.
მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
"მირზაანიდან" დაინახეს, რომ ადამიანს სანაპროზე ამოსვლა უნდოდა და ვერ ახერხებდა. ვიდრე ჩვენი მაშველები მივიდნენ, მამაკაცი წყალმა წაიღო. ჩვენი სამსახურის 3 ჯგუფი მობილიზებულია მდინარე რიონის სანაპიროს სამ ადგილას, სადაც შეიძლება წყალმა მამაკაცი გამორიყოს ან თავად გამოცუროს. ამ დრომდე დაუდგენელია, მისი ვინაობა " – ქუთაისის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ კოღუაშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა