|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი - საბჭოთა ჯარში "ატჟიმანიებს" დღეში ათჯერ მაკეთებინებდნენ

"ატჟიმანიებს" საბჭოთა ჯარში მე დღეში ათჯერ მაკეთებინებდნენ და მარბენინებდნენ წელს ზევით შიშველს ზაკარპატიეს მინუს 30 გადუსიან ყინვებში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გენერალ გიგი კალანდაძესთან შეხვედრისას განაცხადა. 
მისი თქმით, ორი ზამთრის განმავლობაში, ერთი წელი ზაკარპატიეში, ხოლო ერთი წელი კიევში, "სადაც საკმაოდ ციოდა", ყოველ დღე, 3 კილომეტრიდან 20 კილომეტრამდე არბენინებდნენ. 
"მაშინ, ყველა ოფიცრები, ვინც ჩემთან უკრაინაში იყვნენ, ყველა უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ. სენაკში ჯარისკაცებს ე.წ. ატჟიმანიები აკეთებინესო და არბენინებდნენ ყაზარმის გარშემოო წელსზევით გაშიშვლებულებიო, სადაც ციოდაო, სენაკში ასე არასოდეს არ ცივა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გენერალი კალანდაძე ციხეში იჯდეს და ე.წ. გენერალი თენგიზ კიტოვანი "ჭკუას გვარიგებდეს ტელევიზიებიდან, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. "სამართლიანობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვფიქრობ ის, რაც მოხდა თქვენთან მიმართებაში, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა, ოღონდ დაგვიანებით. არ მოქმედ გენერალს უნდა აკავებდნენ საპიფარეშოსთან დილის 5 საათზე მოტყუებით. ნატო-ს სამხედრო შტაბის ხსდომა ამან ჩაშალა და პრაქტიკულად, გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველო ზიანდება, აქ ხომ არ არის პოლიტიკურ სიმპატიებზე და ანტიპატიებზე საუბარი", - მიმართა სააკაშვილმა კალანდაძეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე უდანაშაულოდ სცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა