სამაშველო სამსახური - მდინარე რიონში მამაკაცის პოვნამდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება
ქუთაისის სამაშველო სამსახური მეორე დღეა მდინარე რიონში უცნობ მამაკაცს ეძებს. აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, სამძებრო სამუშაოებს მანამდე გააგრძლებენ, ვიდრე მამაკაცს არ იპოვნიან.
კოღუაშვილის თქმით, მდინარემ მამაკაცი შეიძლება მესამე, მექვესე ან მეცხრე დღეს გამორიყოს."ჩვენი ჯგუფები მდინარის სანაპიროებთან არიან მობილიზებულნი. ასევე, ნახევარ საათში ნავითაც გავაგრძლებთ ძებნას. მდინარე აუცილებლად გამორიყავს გვამს", – განუმარტა newpress.ge–ის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ კოღუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გუშინ შენიშნეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი, რომელიც თეთრი ხიდის მიმდებარე ტიროტირიიდან დაინახეს მდინარეში, შველას ითხოვდა. ამდრომდე უცნობია ის მდინარეში გადახტა თუ გადავარდა. ასევე, დაუდგენელია მისი ვინაობაც.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა