|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია – მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" მედროვეობას თავი დაანებოს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს კომისიებში "ნაციონალი" თავმჯდამარეების "პატრიოტებით" ჩანაცვლებას აპროტესტებენ.

პარტიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, გიგი წუალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი "ნაციონალისა" და ამჟამად "პატრიოტა ალიანისის" წარმომადგენლის, აკაკი სიხარულიძის დანიშვნა მედროვეობაა.
რის გამოც, პარტია მოუწოდებს, "ქართული ოცნების"  ქუთაისის შტაბს, მედროვეობას და მათი წარმომადგენლების თანამდებობებზე დანიშვნას თავი დაანებოს.
"2008 წელს, აკაკი სიხარულიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი შტაბის ხელძღვანელი იყო ქუთაისში. ის იბრძოდა იმისათვის, რომ "ნაციონალურ  მოძრაობას" არჩევნები მოეგო. ახლა ამ ადამიანის დანიშვნა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ უბრალოდ მედროვეობაა. ჯობია, ქუთაისის თვითმმართველოამ და ადგილობრივმა "ოცნებამ" საქმეები რეალურ კეთებას მიჰყონ ხელი" – განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიას განცხადებას, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯომდარე, მამუკა მღვდელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გოგი წუალიას განცხადება პირადი დაპირისპირებაა და არავითარ შემთხვევაში მას პოლიტიკური კუთხით ბრიფინგი არ უნდა მიეძღვნას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 ივლის გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალი" დეპუტატები საკრებულოს ორი კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ ბარათაშვილი აკაკი სიხარულიძემ ჩაანაცვლა. ხოლო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ნოე კუხიანიძე გიორგი შავგულიძემ შეცვალა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა