|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოზე ასახული ქუჩის ცხოვრება

„ერთი ჩვეულებრივი დღე ქუჩაში,“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს ქუთაისში, „თიბისი ბანკის“  საგამოფენო დარბაზში გაიამრთა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუჩის ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და გობელინები. ასევე,  მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფთა მიერ გადაღებული ის ფოტოები, რომლებიც ქუჩის ბაშვების, ასევე,  ქუჩის ცხოვრებას ასახავენ.

„აღნიშნული გამოფენა ჩვენი პროექტის „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ ფარგლებში გაწერილ ერთ-ერთ აქტივობას წარმოადეგნს. გვინდა, რომ  პროექტის ბოლო  აკორდი მაჟორული ტონი იყოს. ამ აქციით კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ როოგრც არასამთავრობო, ისე სამთავრობო და მედია სექტორს, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქალაქის შვილები არიან. ამიტომ, ამ ქალაქის ბიუჯეტის შესაძლებლობებით მოხდეს მათი სხვადასხვა პროექტში ჩართვა და პირობების გაუმჯობესება,“ - ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“   ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

გამოფენას არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის ბენეფიციარი ბავშვებიც ესწრებოდნენ.

„მომწონს ნახატები და გამოფენაც,“ - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ლიზა უმეროვი.

პროეტს „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ საიას ქუთაისის ფილიალი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოწყობილი გამოფენა   დღეს დაიხურება. ხოლო 1 ივნისს, ბავშცთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებისა თუ ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ერთ-ერთი მათგანის ყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა სახალხო დამცველის იმერეთის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ.

1 ივნისს პროექტის ბენეფიციარ ბავშვებს, ასევე,  ერთ ჩვეულებრივ დღეს,  თოჯინების თეატრისა და გაბაშვილის პარკის ადმინისტრაცია მიუძღვნიან.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა