|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის რაიონის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

საჩხერის რაიონის გამგებელმა ივანე გოშაძემ შესაძლოა მუშაობა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ან პარლამენტის აპარატში განაგრძოს. როგორც \"ინტერპრესნიუსს\" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, შესაძლოა კოალიციას ივანე გოშაძის გამოცდილების გამოყენება საარჩევნო შტაბში დასჭირდეს. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ივანე გოშაძე მის საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და მაჟორიტარულ კამპანიას აწარმოებდა.
\"ივანე გოშაძე აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. იგი ამ მიმართულებით, პროფესიონალი და კვალიფიციურია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შესაძლებელია ის შტაბში გადმოვანაცვლოთ. ეს პოზიციაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ არადა, შესაძლოა მან საქმიანობა გააგრძელოს პარლამენტში, თუნდაც ჩემს აპარატში, რადგან ის ნამდვილად არ არის კადრი, რომელზეც ჩვენ უარს ვიტყვით. ამ ეტაპზე, ალბათ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც იქნება უკეთესი საჩხერისთვის, მომავალი არჩევნებისთვის. ადამიანები გადანაწილდებიან და დასაქმდებიან იმის მიხედვით, თუ სად იქნება უკეთესი მათი რესურსის გამოყენება. იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საჩხერის საარჩევნო შტაბში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მე განვიხილავდი მის კანდიდატურას, რადგან მან კარგად იცის ეს საქმე\", - განმარტა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, გამგებელი აირჩევა კონკურსის წესით, გამოცხადდება კონკურსი და გავა ის კანდიდატი, რომელიც კანდიდატებს შორის რაიონისთვის უკეთესი იქნება.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა