|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გეგუთის ციხეში გარადცვლილი პატიმრის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ციხის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს, ილია შამშაშვილსა და ამავე ციხვის ყოფილ პატიმარს, გიორგი შემაზაშვილსა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული პიროვნებები გეგუთის ციხეში, პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არიან დაკავებულნი.
გამოძიების ინფორმაციით, ილია შანშაშვილმა, რომელსაც ციხეში მყოფი პატიმრების დაცვა ევალებოდა, ხელი არ შეუშლა პატიმრების დაძაბულობას, რომელიც ციხეში ლევან კორტავას მიყვანისას, ამ უკანასკნელსა და გიორგი შემაზაშვილს შორის დაიწყო.
ციხის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს, ილია შანშაშვილს მტკიცებულებებს გაყალდებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, ხოლო ამავე, ციხის ყოფილ პატიმარს, გიორგი შემაზაშვილს გარდაცვლილი პატიმრის ცემაში ედება ბრალი. 
ბრალმდებლის მხარე აღნიშნული პიროვნებებისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, დაცვის მხარის მტკიცებით, მათთვის არათუ აღმკვეთი ღონისძიების, არამედ, ბრალდების წაყენების საფუძველიც არ არსებობდა.
შესაბამისად, დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას გეგმავს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა