"საქართველო თამბაქოს გარეშე!"
"საქართველო თამბაქოს გარეშე!“ – ამ სლოგანით ქუთაისში
ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორის
არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის
განმარტებით მათი მოთხოვნაა საზოგადოების თავშეყრის ადგილები: რესტორნები, სკოლები,
ბაღები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდეს. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ორგანიზციამ 4000 ხელმოწერა შეაგროვა. ბახტურიძის თქმით
მათი მიზანია სექტემბრამდე 50 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვონ და აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო ინიციატივაზე
დააყენონ. „აუცილებელია სამოქალაქო აქტიურობა ამ საკითხთან დაკავირებით, რადგან თამბაქოს
კვამლისგან როგორც მწეველები ისე არამწეველებიც უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ მოვუწოდებთ
მთავრობას საკონმდებლო დონეზე დააყენოს ეს საკითხი და კანონები გაამკაცროს“,– ამბობს
ბახტურიძე.
ქუთაისის გარდა აღნიშული აქცია მომავალ დღეებში სამეგრელოში,
აჭარასა და აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.
ავტორი: თეკლა მორგოშია