|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრა ქუთაისის მერიაში არ შედგა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახი კალაძეს, ქუთაისის მერიაში ამ დრომდე  ელოდებოდნენ. მერიაში კალაძეს დღის 2 საათისათვის ელოდებოდნენ. თუმცა, ქუთაისის მერის პრეს–სამსახურში განმარტავენ, რომ მინისტრმა ქალაქი გადაუდებელი საქმის მიზეზით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს კალაძე "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ოფისში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონის 11–ვე მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა. მინისტრმა მათგან რეგიონში მიმდინარე გამრიცხველიანების პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა