|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტები" – ბიუჯეტში არასახარბიელო მდგომარეობაა

"ქუთაისის ბიუჯეტში შემოსულობების გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით არასახარბიელო მდგომარეობაა. ბიუჯეტში არის გარღევევები, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას," – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, კახა ნემსიწვერიძემ განაცხადა.

ნემსიწვერიძემ ბიუჯეტში არსებული გარღვევების შესახებ დღეს, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის სხდომაზე განაცხადა. სხდომას ქალაქის მერი და მერიის სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულმა კომისიამ მერიის სამსახურებს 6 თვიანი მუშაობის შედეგების ანაგარიში ჩააბარა. კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, აუცილებელია სამსახურებმა თავინთი დავალებები და გეგმები შეასრულონ, რომელიც მათ მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმარების დროს ჰქონდათ დასახული.
საკრებულოს "პატრიოტი" დეპუტატების თქმით, ბიუჯეტში არსებული გარღვევები მისი არასწორი დაგეგმარებითაა განპირობებული. 
"არასოდეს არ მომხდარა ისე, რომ ქუთაისის მერიას 4 მილიონიანი შემოსულობები შეესრულებინა. მართალია, ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობას ვიღებდით, თუმცა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წარმოადგინა ის პროექტი, რომლითაც ამჟამად ვხელმძღვანელობთ. ახლა გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ აღნიშნულმა სამსახურებმა ეს ვალდებულებები შეასრულონ," – განაცხადა კახა ნემსიწვერიძემ. 
საკრებულოს "პარტიოტი" დეპუტატი ეჭვობს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების 4 მილიონიანი დაგეგმვა წინასწარ განზრახული იყო, რადგან მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელობას ვერ შეესრულებინა გეგმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ქუთაისის 43 მლნ 107 ათას ლარიან ბიუჯეტში შემოსულობები 4 მილიონი ლარით იყო  განსაზღვრული. ქუთაისის საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის ანგარიშის მიხედვით, ამ დროისათვის, მხოლოდ მისი 38%–ია შესრულებული.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა