|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი – მერიაში ფინანსურ გადარიცხვებზე კონტროლი უნდა განხორციელდეს

ქუთაისის მერიაში განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებზე კონტროლი უნდა განხორცილდეს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ფინანსური გადარიცხვების მეტი გამჭვირვალობა.

"საზოგადოებას ამის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ სად იხარჯება თითოეული კაპიკი," – განმარტა დიმიტრი კოპალიანმა. 
შეგახსნებთ, რომ დღეს ქალაქის მერი, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიას შეხვდა. შეხვდრაზე წარმოდგენილმა  მერიის ექვსთვიანმა შემოსულობებმა, საკრებულოს "პატრიოტი" დეპუტატების უკამაყოფილება გამოიწვია. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა