ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 9 სექტემბერს იგეგმება
საქართველოში ბაგა–ბაღებში უფასო სწავლება პრეზიდენტის ხელმოწერაზეა დამოკიდებული, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა მოხდეს. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ხელის მოწერის ბოლო ვადა ხუთშაბათს, 8 აგვისტოს იწურება.
ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების აიპ გაერთიანების
დირექტორის მაია პაქსაძის განმარტებით, ისინი მზად არიან უფასო სწავლების შემთხვევაში,
ბაღებში აღსაზრდელთა მოსალოდნელი გაზრდილი ნაკადი მიიღონ.
პაქსაძის თქმით, ამ დროისათვის ქუთაისის საბავშვო ბაღების
35–ვე ფილიალში 9000–მდე აღასაზრდელი ირიცხება.
\"თუკი უფასო გახდება ბაღში სწავლება, კიდევ 2 000–მდე ბავშვს უნდა ველოდოთ,\" – ამბობს
მაია პაქსაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქალაქის ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პაქსაძის თქმით, სარემონტო სამუშაოებზეა დამოკიდებული, თუ როდის განხლდება სასწავლო პროცესი ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში.სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, 9 სექტემბრისათვის უნდა დასრულდეს.
ავტორი: დეა მანაგაძე