ქუთაისის საოლქო კომისია საარჩევნო მუშაობას შეუდგა
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო.
კომისია უკვე დაკომპლექტდა სრული შემადგენლობით.
აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, კომისია 13 წევრისგან შედგება. ამათგან, ხუთი მუდმივმოქმედი წევრია, ერთი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ხოლო კომისიის 7 წევრი პოლიტიკური პარტიების – "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება", "რესპულიკური პარტია", "კონსერვატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "მრეწველები", წარმომადგენლები არიან.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა