დაღუპული ჯარისკაცის დედა – ეს ბიჭები მხოლოდ 8 აგვისტოს არ უნდა ახსოვდეთ
"რას უნდა განვიცდიდეთ, როცა შვილი ძალიან ბევრ დედას გვყავს დაღუპული? კარგია, როცა მთავერობას ახსენდება ეს ბიჭები, მაგრამ მხოლოდ 8 აგვისტოს არ უნდა ახსოვდეთ. ისე ნუ იზამენ, რომ გვათქმევინონ – წინა მთავრობა სჯობდა ახლანდელსო," – განმარტა ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან მისულმა, დაღუპული ჯარისკაცის, დიმიტრი ჯაილოვის დედამ, ციალა ჯაილოვამ.
ამ წუთებში მემორიალი ქუთაისის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო.
newpress.ge–ს ინფორმაციით, ჯარისკაცთა მემორიალთან საპარლამენტო უმცირესობის წარმოადგენლებიც გეგმავენ მისვლას.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა