დიმიტრი კოპალიანი – დღევანდელი დღე არის ტრაგედიის დღე და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო გვიმძიმდება ეს თარიღი
"დღევანდელი დღე არის ტრაგედიის დღე და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო გვიმძიმდება ეს თარიღი", –განაცხადა ქუთაისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისულმა ქალაქის მერმა დიმიტრი კოპალიანმა. მისივე თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. "ქალაქის თვიმმართველობა ცდილობს ამ ადამიანების დახმარებას", – განაცხადა კოპალიანმა.
აღნიშნულ მემორიალზე ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებიან. იმერეთის მხარის რწმუნებულმა ვახტანგ ბალავაძემ დაღუპულთა მემორიალი ცალკე ყვავილებით შეამკო.
შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის 8 აგვისტოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა 5 წლისთავს აღნიშნავენ ქვეყნის მასშტაბით.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა