|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში მკვლელებს ათავისუფლებენ?!

„ხარაგაულში მკვლელებს ათავისუფლებენ“ – ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული სამსახურის უფროსმა გია ყრუაშვილმა, ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

საქმე ეხება, ხარაგაულის რაინის სოფელ ვახანის მკვიდრის, მერაბ არევაძის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისს  გაუჩინარდა. არევაძე რეინჯერად მუშაობდა. იგი 18 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მიცვალებულს თავი მჭრელი საგნით ჰქონდა გაჩეხილი და ნატყვიარი აღენიშნებოდა.

გია ყრუაშვილის განცხადებით, იმავე ღამეს, სამართალდამცავებმა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პიროვნება დააკავეს, რომელთაგანაც სამი, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, მამუკა ჭყოიძის ბიძაშვილები აღმოჩნდნენ. ყურაშვილის თქმით, ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, ისინი ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლეს.

"მერაბ არევაძის გარდაცვალება მოჰყვა იმ სიტუაციას, რომ ამ პიროვნებებმა ტყეში შველი მოკლეს. რეინჯერი დაადგა თავზე და უსაყვედურა, ხომ გაგაფრთხილეთ, რატომ მოკალითო. ამას მოჰყვა ადამიანის გაუჩინარება. სამი ადამიანი გაათავისუფლა, დანარჩენები კი დაიჭირეს. ამას ოჯახების გაღიზიანება და სოფელში ქაოსი მოჰყვა. მკვლელების ოჯახებმა სახლები დატოვეს. დასაფლავების წინა დღეს, მიცვალებული გადაიყვანეს ექსპერტიზაზე და როგორც ხდება ხოლმე, დაადგინეს, რომ რეინჯერი კლდიდან გადმოვარდა და არანაირი ნატყვიარი არ არსებობს. როცა, ამბავი გახმაურდა, მათ შორის ორს მოპელაპარაკნენ და ისინი თავის თავზე აპირებენ მკვლელობის აღებას“ – ამბობს გია ყრუაშვილი.

პარტიის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება. ოჯახის წევრებს დუმილს აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანარჩენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით იმუქრებიან.

როგორც გია ყრუაშვილმა აღნიშნა, ეჭვს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილისათვის  ხარჯები ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაიღო.

„თავისუფალი საქართველო“ ოჯახზე ზეწოლის შეწყვეტასა და მკვლების დასჯას მოითხოვს. პარტია მიმართავს სახალხო დამცველსა და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ მომხდარი და მოახდინონ რეაგირება.  

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა