პარლამენტში სამუშაოები განახლდა
ქუთაისში,
საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის პრეზენტაციის შემდეგ, საკანონმდებლო
ორგანოს მოწყობის სამუშაოები განახლდა. 26
მაისისთვის, პარლამენტის გახსნის დღისთვის, მუშებმა მხოლოდ ფოიესა და სხდომათა
დარბაზის მოწყობა მოასწრეს.
პრეზენტაციის
შემდეგ, პარლამენტის ტერიტორიაზე მუშები და ტექნიკა გამოჩნდა. როგორც ერთ-ერთი მუშის საუბრისგან ირკვევა, პარლამენტის მოწყობაზე მუშახელის ნაწილი
იმუშავებს, რადგან დარჩენილი ნაწილი რამდენიმე
დღით შვებულებაში გაუშვეს.
სამუშაოების
განახლებას ადასტურებს, თუმცა კომენტარზე უარს აცხადებს მშენებლობის მთავარი
მენეჯერი.
„თქვენი
ვალია ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მე არ მსურს ინფორმაციის გაცემა. მუშაობა
გრძელდება, აბა ვინ გააჩერებს,“ - ამბობს მენეჯერი.
პარლამენტის
წინ დღეს დაასრულეს იმ სცენის დემონტაჟი, რომელიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
ორკესტრისთვის იყო განკუთვნილი.
ქუთაისში
გადმოტანილმა საქართველოს პარლამენტმა
სრულყოფილი სახე მიმდინარე წლის შემოდგომაზე
უნდა მიიღოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე