დაჯარიმებული წვევამდელები
ქუთაისის სამხედრო სამსახურმა 32 წვევმადელი დააჯარიმა. სამხედრო სამსახურის
უფროსის გიორგი
ზაუტაშვილის განმარტებით, დაჯარიმებულია
ის წვევამდელები, რომლებიც
მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე კომისიაში არ გამოცხადნენ.
„მათ ჯარიმის გადახდა 1000 ლარის ოდენობით
სასამართლოს გზით მოუწევთ. თუმცა, ეს არ ათავისუფლებთ ჯარისგან. ისინი მომდევნო გაწვევაზე უნდა გამოცხადნენ
კომისიაში“, - აღნიშნა გიორგი ზაუტაშვილმა.
ამდროისთვის ქუთაისში სამხედრო აღრიცხვაზე 17 წლის – 1460 ახალგაზრდაა აყვანილი.
სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გადავადება მიეცა 720 წვევამდელს. აქედან 30–ს
გაწვევა მოსაკრებლის გადახდის გამო გადაუვადეს,
60-ს დედისერთობით, ცოლშვილიანობის მიზეზით 150-ს, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის
დამთავრებამდე გაწვევა 120 სტუდენტს
გადაუვადეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია