|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ინტრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა ვერ აითვისა

ქუთაისში, სექტემბერში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და  ასევე,  21 ქუჩაზე  სანიავრე ქსელის მოწყობითი სამუშაოები იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ზამბახიემ, გასული ორი თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 
მისი თქმით, ივლისში ვერ მოხდა ინფრასტრუქტურის განვითარების  ფონდიდან მიებული თანხის   სრულად ათვისება. რადგან, \"ტენდერებში გამაჯვებულმა კომპანიაბემა თავიანთი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. გარდა ამისა, ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერი ორი თვის განმავლობაში ჩავარდა\", – განმარტა ზურაბ ზამბახიძემ.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელბის განმარტებით, ოქტომბრის ბოლოსთვის საერთო ჯამში,  109 ქუჩაზე მოხდება სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

რაც შეეხევა ივლის–აგვისტოს განავლობაში გათვალისწინებულ სამუშაოებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან აღნიშნული მიზნით 2 მლნ 788 010 ლარის გამოყოფა მოხდა. 
  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა