ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები ერთობლივ მოქმედებას ითხოვენ
ქუთისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ორგანოს იმ მიზეზების ერთობლივ შესწავლას სთავაზობენ, რის გამოც ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია. "ნაციონალი" დეპუტატის დავით გოგისვანიძის განმარტებით, აუცილებელია იმ მიზეზებით დაინტერესება, თუ რატომ არ გამოთქვეს კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობის სურვილი.
"ჩვენ არ ვმოქმედებთ ჩასაფრების პრინციპით და გულწრფელად გვაინტერესებს, თუ რატომ ხდება ტენდერების რამდენჯერმე ჩავარდნა და ასევე ის, რომ საპროექტო სამუშოებზე გამოცხადებული კონკურსით არავინ დაინტერესდა. თუკი მეტი ძალისხმევაა ჩვენგან საჭრო, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. მთავარია ის, რომ ქალაქში საქმე გაკეთდეს," – განაცხადა დავით გიოგისვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა გასული 2 თვის ანგარიში წარმოადგინა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ხნის მანძილზე გამოცხადებული ტენდერით არც ერთი კომპანია არ დაინტერესებულა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა