|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საკუთარ შპს–ს 20 ათასი ლარი გამოუყო

ქუთაისის მერიამ, მის მიერვე დაფუძნებულ შპს "ქუთსპეცავტო" 20 ათასი ლარით დააფინანსა. 
ქუთსპეცავტო"–სთვის აღნიშნული თანხის გადაცემის გადაწყვეტიულება  ქუთაისის საკრებულომ დღეს რიგგარშე სხდომაზე მიიღო.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ავალიანის განმარტებით, ორგანიზაციას თანხა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში თანამშრომლების ხელფასებისათვის გამოეყო.  
 "ქუთსპეცავტო", რომლის 100% –იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა, 2013 წლის  ივლისში დაფუძნდა. ორგანიზაციის დირექტორი მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, ელგუჯა ბანძალაძეა. შპს დაფუძვნების მიზანია, მერიის დაქვემდებარებაში არსებული სპეცტექნიკის მოვლა–პატრონობა. 

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა