ქუთაისში ვიდეოკამერები კრიმინოგენული სიტუაციის მიხედვით გაიზრდება
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრსა და საკვანძო მონაკვეთებში დამატებით ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს. ვიდეოკამერების შესაძენად ქალაქის საკრებულომ 250 ათასი ლარი უკვე გამოყო. აღნიშნული თანხის გამოყოფა, ქალაქში გზების და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლოატაციისთვის განსზაღვრული თანხის დანაზოგიდან მოხდა.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ვიდეოკამერების დამონტაჟება მოხდება, საპატრულო პოლიციიდან უნდა მიაწოდონ.
"ადგილების განსაზღვრა იმის მიხედვით მოხდება, ქალაქის რომელ ტერიტორიაზე არის ყველაზე მეტი კრიმინოგენული მდგომარეობა", – ამბობს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.
მისი თქმით, სავარუდოდ, ვიდეოკამერები ქალაქის ცენტრში, ნიკეას ქუჩასა და ავტომშენებლის ქუჩის საკვანძო მონაკვეთებში დამონტაჟდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა