თურქეთიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ავტობუსით შემოიტანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვის ფაქტზე
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ვლადიმერ გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინდა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან ავტობუსით შემოიტანა. სამართალდამცველებმა ის დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააკავეს.
"ვლადიმერ გ -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 97 აბი „სუბოქსინი“ და 95 აბი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკა“.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს „ბუპრენორფინის“ ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღირებს," – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა