ჭელაში მომხდარ ინციდენტს ქუთაისში აქციით აპროტესტებენ
"მართლა ნამეტანი მოგდით", "ლოცვის უფლება ყველას აქვს", "ნუ ართმევთ" - ამ ლოზუნგებით ამ წუთებში ქუთაისში სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. აქცია არსამთავრობო რგანიზაცია "ახაგაზრდები საქართველოს ევროპული მომავლისათვის" დამფუძნებლების ინიციატივით იმართემა. აქციის მონაწილეებს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძეც შეუერთდა.
არასამთავრობო ორგანზაციის დამფუძნებლის დავით კიკუტაძის განმარტებით, ჭელაში მომხდარი ფაქტი დასაგმობია, რაგდან მთავრობა ყველას უნდა აძლევდეს ლოცვის საშუალებას.
"მინარეთის დანგრევა მოხდა არა რომელიმე რელიგიური მომიდანარეობის წარმომადგენლების, არამედ მთავრობის მიერ, რაც მრავალგზის დასაგმობია, ხელისუფლება ასე არ უნდა უდგებოდეს რელიგიურ უმცირესობებს," - განაცხადა კიკუტაძემ.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ქმედებისთვის და მინარეთი ისევ მოსახლეობას უნდა დაუბრუნოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა